გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მაისს 10:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, კარკუჩა, ჯუთა, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 4 მაისს 10:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში კარკუჩა, სტეფანწმინდა, გარბანი, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებში; 5 მაისს 10:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, მენესო, ჭართალი, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს