ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
მათი ცნობით, 14 აპრილს 11:00-დან 11:10 საათამდე და 13:50-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აპრილს 11:00-დან 11:10 საათამდე და 13:50-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00-საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თეზამი, კევლიანი, ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.