გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, დოლოშა, ჟინვალი, ფიჭვიანი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ბულაჩაური, აბანოსხევი, ბულაჩაურის აგარაკი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 13:00დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზაჰესი, ავჭალა, სოფელი გლდანი და მიმდებარე ტერიტორიას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.