ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, სამხედროს, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წეროვანში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, წიწამურა, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:40-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ზემოუბნის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თხინვალა, ზემო ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.