პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა ზაჰესს, მცხეთის რაიონის სოფლებს, ლისსა და მიმდებარე სოფლებს და ასევე სოფელ დიღომს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 01:00-იდან 01:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ავჭალის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს ლისზე; 12:00-იდან 14:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვლადიმერ მაყაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ჩალიპირების და მიმდებაფრე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.