გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 06:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ანანური, ბიჩნიგაურები, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – თვალივი, ნეძიხი, მაღაროსკარი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ხეობა, დოლოშა, ჩინთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, ნადიკვრების ტერიტორიაზე, ვეჯინსა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში