გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებში – აღაიანი, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
კომპანიის ცნობით, 11:00-დან 13:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, ქვემო არანისი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ავჭალაში და მიმდებარე ტერიტორიაზეც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?