გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 11:10-დან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქსანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ქვეშეთი, კობი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება