ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 27 აგვისტოს ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი, ზემოოქროყანა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ძალისი, ილტოზა, მუხრანი, ერედა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.