გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 05:00 საათიდან 07:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, წიწამური. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე – აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, წილკანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, პაატა ჯანიაშვილის, ვლადიმერ მაყაშვილის, ილია შეყლაშვილის, ვახტანგ ჭელიძის, ვახტანგ ცინცაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ქ. თბილისში აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთში მწითურის, სააკაძის, შამანაურის, ბექიშვილის, ჯაბუშანურის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, თანიანთკარში. 17:00 საათიდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი, ზანდუკი, გამსი, უკანა მხარი, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.
ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი