გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, უნდილაანი, მღვიმე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, უფურეთ, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკების, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში და ზაჰესის მეფუტკრეობაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული