გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ჯიღაურა, საგურამო, ჭოპორტტი და მიმდებარე სოფლებში; 14:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ქედის, შეყლაშვილის, უგრელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას