არქივი2 მაისი, 2024, 14:09
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კეცხოველის, ენერგეტიკების, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.