გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს 06:00-დან 06:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და ავჭალაში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, კეცხოველის, თავისუფლების და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე 13:55-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 12:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ხოფცა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო