ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც, 2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-იდან, 9 დეკემბრამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
მათივე ცნობით, გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით იმოძრავებს.
„2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-იდან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
აღნიშნულის გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გეგმური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში ჩატარდება.
გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით იმოძრავებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.