გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი, ბაადურ შენგელია წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.

ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შენგელიამდე აღნიშნულ თანამდებობას რომან ქარცივაძე იკავებდა. ახლა ის სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ