ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?

გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, „სპორტინგი“ 26 წლის საყრდენ ნახევარმცველს მორტენ იულმანს „იუვენტუსს“ 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მიჰყიდის, ტურინული კლუბი კი მის 40 მილიონად შეძენას იმედოვნებს.
A Bola კი ირწმუნება, რომ „სპორტინგი“ დანიელს მხოლოდ კონტრაქტში დაფიქსირებული გამოსასყიდი თანხის, 80 მილიონის სანაცვლოდ შეელევა და სხვა ნებისმიერ წინადადებას უარყოფს. იულმანით „იუვენტუსის“ გარდა ორივე მანჩესტერული კლუბია დაინტერესებული.
აღნიშნულია, რომ მორტენი ამჟამად თავის გუნდზეა კონცენტრირებული და ლისაბონში კიდევ ერთი წლით დარჩენის წინააღმდეგი არაა.
ეს საკითხი ჩვენთვის აქტუალური უფრო იმის გამოა, რომ იულმანი და „სპორტინგის“ ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილი ერთ პოზიციაზე თამაშობენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ორივეს მოუნახოს მოედანზე ადგილი და ერთად ათამაშოს.
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
დიოკერეში "არსენალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.