გახმაურებული მკვლელობების საქმის დეტალებს “რუსთავი 2-ის” მაყურებელი პოლიციის ფაილების ახალი სეზონიდან შეიტყობს – დოკუმენტური სერიალი დღეს 23:00 საათზე დაიწყება

სუფრაზე დაწყებული კამათი, რომელიც 20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობით დასრულდა. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის ექსკლუზიურ დეტალებს, პირველად, მაყურებელს “რუსთავი 2” სთავაზობს.

შეცვლილი ჩვენებები და წითელი ტაქსის ლეგენდა. სწორედ არარსებული ტაქსით გავიდა გამოძიება მძიმე დანაშაულის კვალზე.

გეგმა ჩაიშალა, გამომძიებლებმა 20 წლის ბიჭის ცხედარი ტყეში იპოვეს, მკვლელის კვალი კი დიდ ბრიტანეთამდე ჩავიდა.

კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობის დეტალებს “რუსთავი 2-ის” მაყურებელი პოლიციის ფაილების მეორე სერიიდან შეიტყობს. მკვლელობა ველისციხეში, როგორ მოკლეს 26 წლის ახალგაზრდა ვალის გამო.

როგორ გადამალეს ცხედარი და როგორ ურევდნენ კვალს ბრალდებულები მოკლულის დედას? – აქამდე უცნობი ფაქტები პოლიციის ფაილებში.

მეშვიდე სეზონი და 7 სერია, მაყურებელი რუსთავის ორის ეთერში ყველაზე გახმაურებული საქმეების გაუხმაურებელ დეტალებს იმ ადამიანებისგან შეიტყობს, რომლებიც საქმეს იძინებდნენ.

დოკუმენტური სერიალისთვის ყველაზე რეზონანსული კრიმინალური ფაქტები შეირჩა, საქმეები, რომლებიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე

ასევე დაგაინტერესებთ

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!