ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოსტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისის ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლითმსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები.
კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 მარტის ჩათლით გაგრძელდება.
არ გადადო, აირჩიე შენთვის სასურველი კურსი და გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე:
• ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
• ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
• მობილური აპლიკაციების შექმნა
• გრაფიკული დიზაინი
• ფოტო-ვიდეოგრაფია
თიბისიმ, ტექსკოლა გასულ წელს დააარსა და მას უკვე 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სასწავლო პროგრამები ჯეოლაბთან პარტნიორობით შეიქმნა დაგანკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ტექსკოლისკურსების გავლის შემდეგ, თიბისი გაძლევთშესაძლებლობას სწავლა უკვე თიბისის IT აკადემიაში გააგრძელოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.