ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარია საქართველოსთვის PACE-ს: არ დაადასტუროთ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

გახარია საქართველოსთვის PACE-ს: არ დაადასტუროთ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

პარტია გახარია საქართველოსთვის მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
პარტია "გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:
- არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
- მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
- განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
- გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად"- ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ასევე მიმართა სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და კოალიცია ცვლილებებისთვის.
კოალიციები მოუწოდებენ PACE-ს ასამბლეაში არ დაადასტურონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.