არქივი20 ოქტომბერი, 2024, 13:20
„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა“ - განაცხადა ნათია ნახუცრიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.