ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის - მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა

„გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა -„ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის,- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
„გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა „ნაცმოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე დასრულდება „ოცნება“. „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.