„გახარია საქართველოსთვის“: ვერავინ შეძლებს მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას – თავისუფლება მათე დევიძეს!

დღეს „ოცნების” დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია ”გახარია საქართველოსთვის” აქციების პერიოდში დაკავებულ მათე დევიძის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ.

“დღეს 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წელი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.

დღეს „ოცნების” დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!

თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად