არქივი5 სექტემბერი, 2025, 17:56
გახარია: ვულოცავ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს... გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას!
მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო.
ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!
ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.