არქივი19 სექტემბერი, 2024, 01:11
გახარია და ხაზარაძე ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ მათი ძალების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 19 სექტემბერს.
ამის შესახებ მათ პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს. იქ მათ მოლაპარაკების უკვე ორი რაუნდი გამართეს.
გახარიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება. მისი თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის – აქამდე პრობლემურ პარიტეტის საკითზზე.
ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ “პრინციპულად”, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ უკავშირდება თანამდებობებსა და საარჩევნო სიებს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.