“გახარია და “ლელო”, აგერ ხალხი და აგერ თქვენ, კითხეთ არჩევნებზე – ამაზე დიდი კვლევა რა გინდათ?” – თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

გახარიას და ლელოს ველოდები აქციაზე სიტყვით – აქ და ახლა, მიმართონ ხალხს და მოისმენენ პასუხს.
ხალხს, ვინც ტაშით შეხვდა პოლიტპატიმრების ოჯახების განცხადებას, რომ ბოიკოტი არჩევნებს და რომ ღალატი იქნება არჩევნებში მონაწილეობა.
გამოვიდნენ, აბა, აქ რომ დიდი გული აქვთ, კომენტარებში და კვლევებს დაატარებენ, აგერ, ძმაო, ხალხი და აგერ თქვენ და კითხეთ!!!
საუკეთესო კვლევა იქნება ეს, – არა, ახლა მედიამ რომ თითქმის ვერავინ იპოვა, თქვენი პარტიების გარდა, ამხელა აქციაზე არჩევნების მომხრე, – ვნახეთ, მაგრამ გამოდით და კითხეთ, ხომ ფიქრობთ, რომ მართლები ხართ, რომ კვლევების მიხედვით, ხალხი გეთანხმებათ? 
აგერ ხალხი და აგერ თქვენი პარტიები და კითხეთ!
ამაზე დიდი კვლევა რა გინდათ?
ა, პასუხი იცით? გეშინიათ პასუხის მოსმენის რუსთაველზე?
ანუ, იცით, რომ ხალხი არ გეთანხმებათ და ა@@აკებთ?
გააა@@აკეთ, ოღონდ, არა ქვეყნისთვის დამღუპველი და საღალატო ნაბიჯით.
დღეს თუ თქვენ რუსთაველზე შეკრებულ ხალხს ვერ გაუბედავთ მაგის კითხვას, – დამთავრდა მაშინ ეგ თემა და ეგაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო