გახარია: ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. ვიდეოში, რომელიც გიორგი გახარიას ინსტაგრამგვერდზე გავრცელდა, იგი ამბობს, რომ პარტია მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ მარტო”, – ამბობს ის.
“ქართული ოცნება” გიორგი გახარიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და მიზეზად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ს დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მაშინ მმართველი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებასა და ქვეყანაში არეულობის სურვილში დაადანაშაულეს. გიორგი გახარიას ისინი ღალატში სდებენ ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს