ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გახარიას უნდა შეუერთდეს ყველა ყოფილი ქოცი, ენმ–ს – ყველა ყოფილი ნაცმო, ლელოსთან – ყველა დანარჩენი” – პატარაია

ოპოზიციური პარტიები უნდა დამსხვილდეს ასე:
– გახარიას უნდა შეუერთდეს ყველა ყოფილი ქოცი და იდეალურია, თუ პრეზიდენტიც შეუერთდება. მხოლოდ ეს პარტია შეძლებს ოცნების ამომრჩეველის მიზიდვას. – ენმ-ს უნდა შეუერთდეს ყველა ყოფილი ნაცმო. ისინიც, ვისაც ჰგონია, რო რამე ახალს ქმნის და მთელი მოსახლეობის თვალში გადააბრუნე-გადმოაბრუნე მაინც ნაცმოა და ტყუილად ნუ გაიჭაჭებიან. – ლელოსთან უნდა შეჯგუფდეს ყველა დანარჩენი, ვინც ზედა ორთან იდეურ ერთობას ვერ პოულობს. და ყველაზე მთავარი: ეგოები და ფუყე ამბიციები უნდა დაიოკონ კაცმა პოლიტიკოსებმა. ამდენ ნარცისიზმს და ეგომანიაკობას თუ არ გადააყოლებთ ამ ქვეყნის ბედს, მადლობელი დაგრჩებით.
ზოგადად კი საქართველოსაც და მსოფლიოსაც სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ეგოების მოთოკვა და ხალხის და არა საკუთარი ბიზნესინტერესების გატარება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.