ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის

გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ კი საადვოკატო-საკონსტულტაციო საქმიანობას უბრუნდება.
"დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას — ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი.
დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი — ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემატკივრად"- წერს თავაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.