ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიას პარტიის, აგენტების ადგილი პარლამენტში არაა – კობახიძე

გახარიას პარტიის, აგენტების ადგილი პარლამენტში არაა – კობახიძე

ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტებთან ამბობს:
“რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი – თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს და მეორე – თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.