ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიას პარტია აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას დრონით უთვალთვალებდნენ

გახარიას პარტია აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას დრონით უთვალთვალებდნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათზე უკანონო თვალთვალს ახორციელებენ და ამასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა.
ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი პრაქტიკა საარჩევნო კამპანიის წარმოებას ხელს უშლის.
„ოფიციალურად მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და წარვუდგინეთ „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო თვალთვალის ამსახველი ფოტო მასალა, რომელიც იძლევა დაბურულმინებიანი ავტომანქანების და ადგილზე მყოფი პირების (რომლებიც ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ) იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
დროული რეაგირების ნაცვლად, „ოცნება“ თვალთვალის ახალ დონეზე გადავიდა და გუშინ რუსთავში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, დრონით გვითვალთვალებდა.
აღნიშნული უკანონო ქმედებები ხელს გვიშლის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში (ამომრჩეველთან კომუნიკაციაში) და პირდაპირ გავლენას ახდენს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე. ასე გამოიყურება ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის „მშვიდი, სამართლიანი და თანასწორი“ წინასაარჩევნო გარემო“, — წერს ნათია მეზვრიშვილი.
გარდა ამისა, მეზვრიშვილმა ამ განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე ისაუბრა, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრისას პარტიის წარმომადგენლებს „ოცნების ზონდერები“ დაესხნენ თავს და მათ შორის არიან ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენელი დათო მირიანაშვილი და „ოცნების“ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დათო არჩვაძე.
სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
„ქართულ ოცნებაში“ მეზვრიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.