ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა “ნაცების” დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში – მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად “ნაცებიო”

მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ალტერნატიული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას.
ექსპერტის თქმით, გახარიას პარტიის ინიციატივა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს, დემოკრატიით შეფუთული განცხადებაა, თუმცა, მათ გუნდში ჰყავთ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ისევე ფინანსდება უცხოელი დონორებისგან, როგორც გავლენიანი არასამთავრობოები.
“მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში.
არ გამოვა დემოკრატიით შეფუთული განცხადებების კეთება, მითუმეტეს როცა გუნდში გყავს მეზვრიშვილი, რომელიც ზუსტად ისევე ფინანსდება, როგორც გიგაურები და ლომჯარიები.
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი ამ კანონის მიღება აუცილებელია და მოუწევს ყველას ამასთან შეგუება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებით განისაზღვრება.
შავმა ფულმა დამოუკიდებელ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ უნდა იტრიალოს!” – წერს ნინო ფოჩხუა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.