საწვავის მაღალი ფასების ფონზე, მსხვილი ავიაკომპანიები ფრენების რაოდენობას კიდევ უფრო ამცირებენ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. United Airlines-ის, American Airlines-ისა და Southwest Airlines-ის ხელმძღვანელებმა ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ წლის ბოლო თვეებში სამუშაო განრიგიდან უფრო იაფ და ნაკლებად მომგებიან რეისებს ამოიღებენ.საწვავის გაძვირების საპასუხოდ, ავიაკომპანიებმა ზაფხულის ფრენების რაოდენობა უკვე შეამცირეს და ბარგის საფასურიც გაზარდეს. United-ის ფინანსური დირექტორის, მაიკლ ლესკინენის განცხადებით, ბილეთებისა და დამატებითი საკომისიოების გაძვირების მიუხედავად, მოთხოვნის შემცირების ნიშნები ჯერჯერობით არ შეინიშნება. აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ავიაბილეთები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი.როგორც CNN აღნიშნავს, ბიუჯეტური მოგზაურობისთვის არჩევანის შესაძლებლობა მცირდება, რაც განსაკუთრებით ართულებს იაფი ბილეთების ძიებას. ვითარებას დამატებით ამძიმებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit Airlines-ის ბაზრიდან გასვლა, რომელმაც საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო ოპერირება მაისში შეაჩერა.


