ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაძვირდა კვერცხი, პური, წამლები - რა სურათი დახვდა "პირველებს" ბათუმსა და ოზურგეთში

გაძვირდა კვერცხი, პური, წამლები - რა სურათი დახვდა "პირველებს" ბათუმსა და ოზურგეთში

მოქალაქეების თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები პირველი იანვრის შემდეგაც გაიზარდა.

"პირველებს" ბათუმსა და ოზურგეთში უდასტურებენ, რომ კვერცხის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. პური 10 თეთრით გაძვირდა.

ადგილობრივების თქმით, ბაზარში მისულებს ხორცის ფასი მინიმუმ 3 ლარით მომატებული დახვდათ. მოსახლეობა ჩივის წამლების გაძვირების გამოც.

ახალ წლამდე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა არაერთი დაპირება გასცა, რომ პროდუქტების გაზრდის მიზეზს დაადგენდა. ამ ფაქტს იკვლევს სუს-იც, მთავრობაც და პარლამენტიც თუმცა მოსახლეობის თქმით, ფაქტი ერთია - ახალი წლის შემდეგ ცხოვრება უფრო გაძვირდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.