პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაყინული რუსული აქტივები ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ - ბაბიში

გაყინული რუსული აქტივები ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ - ბაბიში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.
როგორც ბაბიშმა აღნიშნა, ჩეხეთი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივი სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ აიღებს.
„ვთვლი, რომ ეს თანხა ომის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ. უცნაურად მიმაჩნია, რომ ჩვენ უკვე დღეს, ორი წლით ადრე გავცემთ ფულს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება ახლოვდება. ეს რატომღაც ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის,“ – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ დაჟინებით მოითხოვს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებას.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.