არქივი5 იანვარი, 2025, 19:36
გაყიდვები 1.1%-ით შემცირდა - Tesla-ს პირველი ვარდნა მინიმუმ 9 წლის განმავლობაში

2015 წლის შემდეგ პირველად, Tesla-მ 2024 წელი წლიური გაყიდვების კლებით დაასრულა.
კომპანიის გაყიდვები 2023 წელს 1.81 მილიონიდან 1.1%-ით, 1.79 მილიონამდე შემცირდა. მიზეზხად ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება.
ბოლო კვარტალში Tesla-ს გაყიდვების საშუალო ღირებულებამ $41 ათასი შეადგინა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.