არქივი31 ივლისი, 2025, 12:38
გაყიდვების პროგნოზის შემცირებისა და აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის შემდეგ, Novo Nordisk-ის აქციები დაეცა

დანიური ფარმაცევტული კომპანიის, Novo Nordisk-ის აქციები კოპენჰაგენში 30%-ით დაეცა, რაც მათი ერთდღიანი ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელია ისტორიაში. კომპანიის საბაზრო ღირებულება 70 მილიარდი დოლარით შემცირდა, ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters-ი წერენ.
აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა გამოაცხადა და გაყიდვების პროგნოზი შეამცირა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.