გაფრთხილება 23 ნოემბერს მოსალოდნელ ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
„23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
„გავთხოვდი… დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი…“ – ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში ცხოვრების დეტალებზე
VIDEO: „ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, ქორწილის ნასუფრალიდან რომ მოდიან…“ – ბაგირა მერიემს
VIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსში“ შევიდა – რა გადაწყვეტილება მიიღო პროექტმა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ