ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა

გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულების თქმით, ისინი შესაბამისი ანაზღაურებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმსა და 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, რაც მათი მოთხოვნა იყო.
"იმ მოთხოვნების შესრულება, რაც დავაყენეთ, მიღწეულია. რაღაც დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილებაში მოვიდეს. დარკვეთის მაღარო მომდევნო თვიდან, იანვრიდან 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, რაც აქ დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა იყო. ეს ხალხი 12-საათიან გრაფიკზე რომ გადავიდოდა, სხვა 12 საათი მომუშავე ადამიანებთან შედარებით, ხელფასში აცდენა იყო, დაახლოებით, 9 ლარი. ესეც გასწორდება და 1-ლი თებერვლიდან ხელფასი ჩვეულებრივად, დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს გაუთანაბრდება". - თქვეს ჭიათურელმა მაღაროელებმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
გაფიცვის გამო, ჭიათურაში, დარკვეთის მაღარო 5 დღე გაჩერებული იყო.
ივნისში 3 000-მდე მაღაროელის გაფიცვის შემდეგ მათსა და Georgian Manganese-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობდა, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევდა და ჰპირდებოდა, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდებოდა თანამშრომელთა ხელფასიც".
წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.