ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაფიცვის გამო ოპერიდან გათავისუფლებულმა 3-მა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

ოპერის სამმა გაფიცულმა თანამშრომელმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მის ხელმძღვანელ ბადრი მაისურაძეს და კულტურის სამინისტროს, რომელსაც იმ პერიოდში თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.
"გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union-მა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მის ხელმძღვანელს ბადრი მაისურაძეს და  თეა წულუკიანს - თეა წულუკიანის დროინდელ კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გოჩა ქოქაშვილის, ედგარ ოსმანოვისა და გივი ხიზანიშვილის გაფიცვის გამო გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო და მათ სასარგებლოდ ოპერას კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა". - წერია პროფკავშირის განცხადებაში.
2023 წლის ბოლოს თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ. მოგვიანებით, რამდენიმე გაფიცული სამსახურიდან გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.