გაუქმებული სამხ. ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს 3 თვის კომპენსაციას მისცემენ

პარლამენტმა მესამე და ბოლო მოსმენით ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.
პროექტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან