გაუპატიურების, მოკვლის მუქარა და პირში ჩაფურთხება – ექსპერტი დაკავებულების წამებას ბელორუსულ მეთოდებს ადარებს

წამება ბელორუსული ომონის მეთოდებით საქართველოში – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი იმ სასტიკ მეთოდებს აღწერს, რომელსაც ძალოვანები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ.
ექსპერტის თქმით, აღნიშნული ძალადობრივი მეთოდები ბელორუსის მსგავსია და ბევრი მათგანი სწორედ ბელორუსის ქეისებში მოიძებნება.
ლელა ცისკარიშვილი საუბრობს გაუპატიურების, სიკვდილის მუქარებზე, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებზე, მათ შორის, დაკავებულების გაშიშვლებასა და პირში ჩაფურთხებაზეც კი.
ძალიან მსგავსია ეს გადამეტების ფორმა იმ გადამეტების ფორმის, რომელიც ბელორუსში იყო. ეს სიტემატიურობა და ვთქვათ, ის, რომ მიზანმიმართუკად ურტყამდნენ გადამეტებულად, თავის არეში აზიანებდნენ ადამიანებს. წამების ფსიქოლოგიური ფორმაა ეს დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურების მუქარა, შეურაცხყოფის მიყენება, შეძახილები, სიკვდილით მუქარა. ერთი ადამიანი გვიყვებოდა, რომ გააშიშვლეს და ბუქნებს აკეთებინებდნენ. ეს არის წამების ფორმა. პირში ჩაფურთხებაზეც საუბრობდნენ. ბელორუსის ქეისებშიც არის ეს აღწერილი, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება