არქივი22 სექტემბერი, 2025, 22:14
გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს - დაზარალებული უცხოელი კაცია

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, გაუპატიურების ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ტურისტმა კაცმა უჩივლა, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი ლაგოდეხში დააკავეს.
ინფორმაცია დაკავების შესახებ ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა გაავრცელა.
Tvpirveli.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.