გაუპატიურება, ძარცვა, ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა – ამ მიზეზებით საქართველოს 15 მოქალაქე გააძევეს პოლონეთიდან

გაუპატიურება, ძარცვა, ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა – ამ მიზეზებით საქართველოს 15 მოქალაქე გააძევეს პოლონეთიდან.
11 მათგანის დეპორტაცია მოხდა.
15 მოქალაქე Frontex-ის მხარდაჭერით ჩატარებული მორიგი დაბრუნების ოპერაციის ფარგლებში გააძევეს.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რეისი 2026 წლის 2 ივლისს ლოძის აეროპორტიდან შესრულდა.
მათი ცნობით, 15 მოქალაქიდან 11-ის შემთხვევაში პოლონეთის დატოვების გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა.
ამის საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობა გახდა.
ამ მექანიზმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან გასაძევებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ერთი ავიარეისით ბრუნდებიან წარმოშობის ქვეყნებში.მგზავრების ესკორტს საქართველოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფდნენ.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ოპერაციები ტარდება იმ უცხოელების მიმართ, რომლებმაც მიიღეს ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება და პოლონეთში კანონიერი ყოფნის უფლება აღარ აქვთ.
წყარო: პოლონეთის სასაზღვრო სამსახური (Straż Graniczna).

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა