ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გაუთვალისწინებელი ინციდენტია” – მდინარაძე ქალაქში მოთარეშე ბანდებზე

“გაუთვალისწინებელი ინციდენტია” – მდინარაძე ქალაქში მოთარეშე ბანდებზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “TV პირველის” გადამღებულ ჯგუფზე თავვდასხმას “გაუთვალისწინებელ ინციდენტს” უწოდებს.
ის “იმედზე” ამტკიცებს, რომ “99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.
“ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”, – თქვა მდინარაძემ.
“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.
უკვე საათზე მეტია ადამიანები ჰყვებიან, რომ ქალაქში დათარეშობენ შავტანსაცმლიანები, ცემენ ადამიანებს, ადგილზეა პატრული, თუმცა, არ აქვს რეაგირება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.