ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს 65 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

2023 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 64 ახალი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და გაიცა 69 ფილიალის საქმიანობის ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
გარდა ამისა, 65 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 29-ს შეუწყდა ფილიალის საქმიანობის ნებართვა. გაუქმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 52-ს რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისში იყო. დანარჩენ პუნქტებს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო გაუუქმდა.
„31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობამ 510 შეადგინა, რომლებიც ფილიალებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 728 ლოკაციაზე არიან განთავსებულნი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფილიალების „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2023 წელს საქართველოს 4 რეგიონში ადგილზე შემოწმდა 321 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (სათაო/ფილიალი). შემოწმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან და ფილიალებიდან 68 ერთეული სრულად შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს, 78 ერთეულს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, 161 ერთეულს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, ჯამური ოდენობით 856 000 ლარი, ხოლო 14 ერთეული სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შემოწმდა სრულყოფილად“, - ნათქვამია ანგარიშში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.