ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა – 159 პირს დაუდგინდა შიზოფრენია

გასულ წელს, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გასულ წელს, ასევე შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ზოგიერთი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
პარანოიდული შიზოფრენია – 130;
ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი – 122;
ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი – 11761;
სოციალური ფობია-17;

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.