არქივი30 იანვარი, 2025, 22:06
გასულ წელს საქართველოში 249 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, 66 კი ექსპლუატაციაში შევიდა

2024 წლის განმავლობაში საქართველოში 249 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ჯამში საუბარია 550 716 კვ.მ-ის ფართობზე. მათ შორის 71 ნებართვა თბილისში, 80 - აჭარაში, 25 - კახეთში, 24 - გურიაში, 16 - სამცხე-ჯავახეთში, 15 - იმერეთში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. 4-4 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში და შიდა ქართლში, ხოლო 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული სასტუმროების რაოდენობას, გასულ წელს 66 შევიდა ექსპლუატაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.