ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი საყიდლები იყო

2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2023 წელს ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და რუსეთი (12%). 2023 წელს ვიზიტების განაწილება დანიშნულების ქვეყნების მიხედვით წინა პერიოდების მსგავსია.
„გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2023 წელს 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ცვლილებები შეიმჩნევა დანახარჯების განაწილებაში, კერძოდ, საყიდლების წილი მკვეთრად გაიზარდა (+11 პპ), ხოლო კვების წილი შემცირდა (-8 პპ).
2023 წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო საყიდლები (მთლიანი ვიზიტების 35%), რასაც მოსდევდა მეგობრების ან ნათესავების მონახულება (32%). 2019 წელთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთაც მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა პროფესიული ვიზიტები (-6 პპ) და მეგობრებისა ან ნათესავების მონახულება (-4 პპ)“, - ნათქვამია კვლევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.