ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ნახევარ მილიარდზე მეტი შევიდა - ComCom

გასულ წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ნახევარ მილიარდზე მეტი შევიდა - ComCom

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ნახევარ მილიარდზე მეტი - 628,828,011 ლარი შევიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 124,254,129 ლარით მეტია.
აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 46,607,141 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 517,932,633 ლარი.
რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2024 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ - 64,249,528 ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების სახით კი, გასულ წელს ბიუჯეტში 38,709 ლარი ჩაირიცხა.
ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.